სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი განვითარებისა და მოდერნიზაციის სტრატეგიის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- შიდა აუდიტის წლიური/კვარტალური გეგმის შემუშავება და განხორციელება;
- ფინანსური კონტროლის მექანიზმების, ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურებისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
- სადაზღვევო საქმიანობის აუდიტი, მათ შორის: ანდერაიტინგის, სადაზღვევო ზარალების მართვის და გადაზღვევის პროცესების შემოწმება;
- საოპერაციო პროცესების შემოწმება, რისკების შეფასება;
- კორპორაციული მართვის, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების შეფასება;
- IT კონტროლის მექანიზმების, მონაცემთა სიზუსტისა და ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული რისკების შეფასება;
- დამოუკიდებელი რეკომენდაციების შემუშავება შიდა პროცესებისა და საოპერაციო ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;
- გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- აუდიტის წლიური/კვარტალური ანგარიშების მომზადება და შედეგების უშუალოდ აუდიტის კომიტეტისთვის / სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- შიდა და/ან გარე აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
- ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ფინანსური კონტროლის მექანიზმების, რისკების მართვისა და კორპორაციული მართვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
- სადაზღვევო რეგულაციებისა და შესაბამისი ბუღალტრული სტანდარტების ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და აუდიტის შესაბამისი სტანდარტების ცოდნა;
- ანალიტიკური და კომუნიკაციისა უნარები;
- პროფესიული კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
სასურველი კვალიფიკაცია
- პროფესიული სერტიფიკატები: CIA, ACCA, CPA ან CISA;
- სადაზღვევო ინდუსტრიაში ან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- სადაზღვევო სფეროს აუდიტის და IT სისტემების აუდიტის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ
- მაღალი პასუხისმგებლობის მქონე წამყვან პოზიციას და უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას სამეთვალყურეო საბჭოსთან;
- შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ მოქმედი სადაზღვევო კომპანიის ტრანსფორმაციასა და განვითარებაში;
- პროფესიული დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს;
- სტრატეგიულ პროექტებში ჩართულობას, მათ შორის ციფრული ტრანსფორმაციისა და საოპერაციო პროცესების მოდერნიზაციის მიმართულებით;
- კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ: „შიდა აუდიტორი – სადაზღვევო კომპანია“.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანგარიშვალდებულება: აუდიტის კომიტეტი / სამეთვალყურეო საბჭო
კომპანია ეძებს, დამოუკიდებელ, ანალიტიკური აზროვნების მქონე და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და რისკების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფაში.