ვაკანსიები
კომპანიის შესახებ
დატოვე CV
LinkedIn
Facebook
ბმულის კოპირება
დატოვე CV
ვაკანსიები
კომპანიის შესახებ
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
ფოთი
ბათუმი
თელავი
გაფილტვრა
განულება
დასახელება
თარიღი
ფილტრი
შიდა აუდიტი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-11-24 - 2026-12-26
სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი განვითარებისა და მოდერნიზაციის სტრატეგიის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობებიშიდა აუდიტის წლიური/კვარტალური გეგმის შემუშავება და განხორციელება;ფინანსური კონტროლის მექანიზმების, ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურებისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;სადაზღვევო საქმიანობის აუდიტი, მათ შორის: ანდერაიტინგის, სადაზღვევო ზარალების მართვის და გადაზღვევის პროცესების შემოწმება;საოპერაციო პროცესების შემოწმება, რისკების შეფასება;კორპორაციული მართვის, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების შეფასება;IT კონტროლის მექანიზმების, მონაცემთა სიზუსტისა და ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული რისკების შეფასება;დამოუკიდებელი რეკომენდაციების შემუშავება შიდა პროცესებისა და საოპერაციო ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;აუდიტის წლიური/კვარტალური ანგარიშების მომზადება და შედეგების უშუალოდ აუდიტის კომიტეტისთვის / სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენა.საკვალიფიკაციო მოთხოვნებიუმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;შიდა და/ან გარე აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება;ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;ფინანსური კონტროლის მექანიზმების, რისკების მართვისა და კორპორაციული მართვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;სადაზღვევო რეგულაციებისა და შესაბამისი ბუღალტრული სტანდარტების ცოდნა;ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და აუდიტის შესაბამისი სტანდარტების ცოდნა;ანალიტიკური და კომუნიკაციისა უნარები;პროფესიული კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და ინგლისური ენის კარგი ცოდნა.სასურველი კვალიფიკაციაპროფესიული სერტიფიკატები: CIA, ACCA, CPA ან CISA;სადაზღვევო ინდუსტრიაში ან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;სადაზღვევო სფეროს აუდიტის და IT სისტემების აუდიტის გამოცდილება.ჩვენ გთავაზობთმაღალი პასუხისმგებლობის მქონე წამყვან პოზიციას და უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას სამეთვალყურეო საბჭოსთან;შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ მოქმედი სადაზღვევო კომპანიის ტრანსფორმაციასა და განვითარებაში;პროფესიული დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს;სტრატეგიულ პროექტებში ჩართულობას, მათ შორის ციფრული ტრანსფორმაციისა და საოპერაციო პროცესების მოდერნიზაციის მიმართულებით;კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.დაინტერესების შემთხვევაშიდაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ: „შიდა აუდიტორი – სადაზღვევო კომპანია“.სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველოსამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთიანგარიშვალდებულება: აუდიტის კომიტეტი / სამეთვალყურეო საბჭო კომპანია ეძებს, დამოუკიდებელ, ანალიტიკური აზროვნების მქონე და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და რისკების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფაში.
დასახელება
თარიღი
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
ფოთი
ბათუმი
თელავი
გაფილტვრა
განულება